ტოსკანაში უამინდობის გამო 1 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

გამოქვეყნდა:

იტალიაში, ტოსკანაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 1 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  

შეგახსენებთ, რომ ტოსკანის რეგიონში, ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 პირი.

ტოსკანის რეგიონის პრეზიდენტმა, ეუჯენიო ჯანიმ კი განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი წვიმა, ბოლო 100 წლის განმავლობაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი