ოკუპაციის ახალი ეტაპი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ბოლო კვირებია, საქართველოს ორ უკანონოდ და დროებით ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან ფსევდო ინტეგრაციაზე, რეალურად კი ანექსიის ახალ ეტაპზე ინტენსიურად მსჯელობენ და ლაპარაკობენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ისევ დაიწყო საუბარი ორი ოსეთის გაერთიანებაზე, და თან საქართველოსთან სავაჭრო გზის გახსნაზეც ჩამოაგდო სიტყვა.

ოკუპირებული აფხაზეთი კი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან მიერთების იდეით გამოდის და, პარალელურად, სოხუმის აეორპორტი მთლიანად დაუთმო რუსული ეფესბეს კლანს. შესაბამისად, სრულიად გასაგები ხდება, რაში სჭირდება ახალი სატრანსპორტო დერეფნები კრემლს - სანქციებმა იმდენად მოუჭირა და გადაუკეტა ფინანსური არხები, რომ ახლა ახალ გზებს ეძებს და, რა თქმა უნდა, ამას აკეთებს საქართველოს სუვერენიტეტის შელახევი.

ვიდრე "ქართული ოცნება" თავს არგაღიზიანების პრაგმატული პოლიტიკით იწონებს, ამ პოლიტიკის წყალობით უახლოეს მომავალში მოსკოვი ჩვენი ქვეყნის სრულ ოკუპაციას შეეცდება ჰიბრიდული მეთოდებით. ერთი სიტყვით, საქართველოს ისტორიაში ამ ურთულეს დროს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება განუდგა ყველა მეგობარსა და მოკავშირეს, და სრული სვლით მიექანება უფსკრულისკენ, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მომავალს სრულ კატასტროფას უქადის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი