"პატარა კაცები" პარლამენტში | "ოცნების" წევრების შეურაცხმყოფელი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში

გამოქვეყნდა:

ვიდრე რუსეთის სისხლიანი იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელებს საქართველოს ანექსიას და ყოველ ჯერზე სულ უფრო ღრმად იჭრება ჩვენი ქვეყნის როგორც საზღვრებში, ისე ეროვნულ ინტერსებში, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა ყოველ ჯერზე წარმატებით ახერხებს საზოგადოების ყურადღების სულ სხვა მიმართულებით გადატანას. ამისთვის კი ზოგჯერ უკადრებელსაც კადრულობს და კაცობის, ზრდილობის, ეთიკის და მორალის განმარტებასაც არაფრად დაგიდევთ.

მომდევნო რეპორტაჟში ჩვენ მიზანმიმართულად არ ვიყენებთ "ოცნების" დეპუტატების იმ გამოსვლებს, რომლებიც ამ ადამიანებმა საკუთარ თავს და საზოგადოებას აკადრეს. მორიგ ჯერზე საპარლამენტო უმრავლესობამ უხამობის, დისკიმინაციის, შევიწროვებისა და ზიზღის გაღვივების თავისვე ანტირეკორდი მოხსნა და პრეზიდენტის მიერ მათთვის შერქმეული მეტსახელიც გაამართლა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი