
"ჰამასი" საკუთარი სამხედრო მოქმედებების დასამალად საავადმყოფოებს სისტემატურად იყენებს", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკეტი დანიელ ჰაგარი საუბრობს. საგანგებო ბრიფინგზე მან მედიის წარმომადგენლებს "ჰამასის" მიერ ისრაელის წინააღმდეგ საავადმყოფოების გამოყენების მტკიცებულებები წარუდგინა.
მისი თქმით, IDF-მა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში გამოააშკარავა, როგორ იყენებს "ჰამასი" კატარის დაფინანსებით აშენებულ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის სახელობის კლინიკას საკუთარი მიზნებისთვის.
მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოში საავადმყოფოსთან მდებარე გვირაბის შესასვლელიც ჩანს, რომელიც, ჰაგარის თქმით, "ჰამასის" გვირაბების ქსელთანაა დაკავშირებული.