
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ მათმა სახმელეთო ჯარებმა წუხელ ღაზის სექტორში "ჰამასის" საგუშაგო დაცვა აიღეს. საგუშაგო მოიცავდა სადამკვირვებლო პუნქტებს, საწვრთნელ ტერიტორიებსა და მიწისქვეშა გვირაბებს.
IDF ასევე ამბობს, რომ წუხელ ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე წევრისა და საველე მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათი თქმით, ერთ-ერთი ავიადარტყმისას დაიღუპა "ჰამასის" სპეცოპერაციების ხელმძღვანელი, ჯამალ მუსა.
ამას გარდა, IDF-ის თქმით, მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში დარტყმა მიაყენეს "ჰამასის" 450-ზე მეტ სამიზნეს. მათ შორის, გვირაბებს, სადამკვირვებლო პუნქტებს და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვებ პოზიციებს.