
"დარწმუნებული ვარ, შემდეგში პრეზიდენტი სააკაშვილი იტყვის სახელს და გვარს, ვინ აზიანებს მთავარ ინტერესს - ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არ ეხებოდა ნიკა მელიას. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნოდა მას პირადად, რაც შეეხება Facebook-სტატუსს, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის Facebook-ზე გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, შემდეგ გამოსვლაზე, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, პრეზიდენტი სააკაშვილი იტყვის უკვე სახელს და გვარს, ვინ არის ის ადამიანი, ან ადამიანები, ვინც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს.
ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ მივცე ვინმეს შესაძლებლობა, გააგრძელოს პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება... ამ ადამიანმა საკუთარი თავი გარიცხა და რიცხავს ყოველ დღე მისი ყველა საჯარო განცხადებით. "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა არ განისაზღვრება მანდატით ან დოკუმენტით, ეს განისაზღვრება მოქმედებებით, საქციელით და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი როცა ხარ, უნდა გქონდეს თავმოყვარეობა, - ამბობს ხაბეიშვილი.
იხილეთ ასევე: