აბაშიძე-კარასინის ფორმატის ხარჯებს მთავრობა 2019 წლიდან არ ასაჯაროებს | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის ხარჯებს მთავრობა 2019 წლიდან არ ასაჯაროებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ფლანგვის დეტექტორმა" 3-ჯერ გამოითხოვა მთავრობის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია, თუმცა პასუხი არ მიუღია, წერილები “დაიკარგა”. 

"ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის თანახმად, სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებულია 10 დღის ვადაში გასცეს აღნიშნული ინფორმაცია.

საზოგადოებისთვის უცნობია, რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან აბაშიძე-კარასინის ფორმატისთვის 2019 წლის შემდეგ.

2012 წელს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანების საფუძველზე ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად დაინიშნა.

ე.წ. აბაშიძე-კარასინის დიალოგი უკვე 10 წელია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მნიშვნელოვანი შედეგი ქვეყნისთვის არ მოუტანია", - წერის ორგანიზაცია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი