დაპირისპირება ენმ-ში | პარტიის ძველ და ახალ მენეჯმენტს შორის კონფლიქტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ახალი განცხადება "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი ვნებათაღელვის საფუძველი ხდება. მესამე პრეზიდენტი საკუთარ Facebook-სტატუსში ამბობს, რომ ნიკა მელიაზე მაღალი წარმოდგენისაა და მიმართავს პარტიის მოქმედი თავმჯდომარის ფლანგს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ამტკიცებდა რომ მიხეილ სააკაშვილმა მელიას პარტიიდან წასვლისკენ მოუწოდა.

სასამართლო პროცესზე დისტაციურად ჩართვისას, მესამე პრეზიდენტმა განაცხადა რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მყოფი ის პირები, რომლებიც პარტიას ლანძღვენ, უნდა წავიდნენ. მესამე პრეზიდენტის მოულოდნელ სტატუსს დღეს ორივე მხარე გამოეხმაურა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი