ამბროლაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

ამბროლაურში, 29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ორ 19 წლის მამაკაცს ,  ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

მკვლელობასთან  დაკავშირებით ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ.

თუმცა საუბრობენ ადგილობრივები.

მათი თქმით, აბუთიძეს მისსავე საოჯახო სასტუმროში მყოფმა გოგონებმა დახმარებისთვის მიმართეს, რადგან მეზობელი სოფლიდან ჩასული მუშები აწუხებდნენ. სწორედ ამას მოჰყვა ურთიერთშელაპარაკებაც, რაც მკვლელობით დასრულდა. დაკავებულები სწორედ ის მუშები არიან, რომლებთანაც აბუთიძეს შელაპარაკება მოუვიდა.

შეგახსენებთ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში  29 წლის კაცი მოკლეს. გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი