"ხელისუფლებამ ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა"- ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური საავადმყოფოს დაპირისპირებას ოპოზიციის პარტიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ კლინიკის ადმინისტრაცია პოლიტიკური მიზნებისთვის  გამოიყენა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, როცა ხელისუფლებას ინფექციონისტები სჭირდებოდა, ფაქტობრივად, ფარად ჰყავდათ გამოყენებული.

300 000 ლარი, რომელსაც ინფექციური საავადმყოფო ითხოვს, არის ჯანდაცვის მინისტრისა და მისი ორი მოადგილის წლიური ხელფასი. დღეს, ალბათ, აღარ სჭირდებათ ეს ადამიანი ან ვერ გამოიყენეს ისე, როგორც სჭირდებოდათ, - ამბობს ბოტკოველი.

"ევროპული საქართველოს" წევრის ვახტანგ კალოიანის თქმით კი სანამ ახალი შენობის ასაშენებლად 40 მილიონის "გონივრული" დახარჯვის საკითხი გადაწყდება, ცენტრმა ნორმალურად ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს.

ჰოსპიტალური სექტორი არ არის მზად მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის კოვიდ-პანდემიასთან მიმართებაში. სანამ საბოლოოდ გადაწყდება 40 მილიონის "გონივრული" დახარჯვის საკითხი ახალი შენობის ასაშენებლად, სადაც ამ ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან დიდ ხიფათებს ვხედავთ, მანამდე ამ ცენტრს მიეცეს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება, - თქვა კალოიანმა.

შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯანდაცვის სამინისტროს მასმედიით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.  თენგიზ ცერცვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ "ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს"  ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე თებერვალში ჰქონდა მიღებული. ცერცვაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მხოლოდ 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ მიიღო.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ცრუობს, რომ  20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე ინფორმირებული არ იყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი