
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას ეხმაურება:
"თამაზ გინტურის მკვლელობა და ლევან დოთიაშვილის გატაცება კირბალში, ანუ ტერიტორიაზე, სადაც საქართველო ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ადამიანური ტრაგედიის გარდა არის ქართული სახელმწიფოს კატასტროფა. ხელისუფლება კი, რომელიც ასე იქცევა, არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის უზარმაზარი საშიშროება".
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.