
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
განცხადებაში წერია, რომ კირბალში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ლომისას ტაძარიცაა, მოსახლეობისთვის ძალიან ძვირფასია, თუმცა ტაძრამდე მისასვლელი გზა ოკუპირებულია, სანახევროდ მიტაცებულია იქვე არსებული სოფლის სასაფლაოც, მიუხედავად ამისა, ", მკვიდრი მოსახლეობა, სიცოცხლის რისკის ფასად, მაინც ცდილობს წინაპრების საფლავებზე მისვლას და ეკლესიის მოლოცვას".
ორგანიზაცია წერს, რომ მათთან საუბრისას ადგილობრივები განმარტავენ, რომ იმის გამო, რომ ამ სოფელში საოკუპაციო ხაზი ხილული არ არის, ამ სოფლიდან ხშირია საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები - ამის მიუხედავად, სოფელში არ არის განთავსებული ქართული პოლიციის განყოფილება. პოლიციის პატრულირებაც სოფელში რეგულარული არ არის.
"სამწუხაროდ, სუსტია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების პრევენციის მიზნით. ამ დრომდე, გამყოფი ხაზის სოფლებში არ ფუნქციონირებს ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისა და პრევენციული ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.[1] აღნიშნულ სოფლებში არასაკმარისია საპოლიციო მუშაობაც. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული 2022 წლის რაოდენობრივი კვლევის შესაბამისად, ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის განყოფილება, ამავე სოფლების 39%-ში კი პოლიცია არ პატრულირებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
თამაზ გინტურის მკვლელობის საქმისა და საოკუპაციო ხაზთან არსებული უმძიმესი უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არსებითია საქართველოს ხელისუფლებამ: