კირბალში, საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მცხოვრები გოგო აბალაკი თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბრობს. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეს ესროლეს, თავისივე მანქანაში ჩააგდეს, თუმცა მიახლოების საშუალებას არც პოლიციას და არც იქ მყოფებს აძლევდნენ:
"ლომისაში ავიდეთ სანთლები ავანთოთო... საიდან გამოჩნდნენ რუსები მენახირეებმაც ვერ დაინახეს, ხევი არის, იქა ყოფილა 48 კაცი, რუსი. გზა გაჰყავდათ, გასროლის ხმაზე, რომ მოკლეს, მანქანაში ჩააგდეს თვითონ, მკვდარი არ იყო ცოცხალი იყო, მაგრამ არ გვიშვებდნენო. 5-ჯერ ესროლეს." ამბობს მთავარ არხთან" გოგი აბალაკი.
მისივე თქმით, ოკუპანტები საოკუპაციო ხაზს ხშირად კვეთენ და ალკოჰოლური სასმლის მოთხოვნით, მასთანაც არაერთხელ მისულან.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალის მკვიდრი, საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანი და აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური გუშინ, 6 ნოემბერს მოკლეს.
გატაცებულია კირბალის კიდევ ერთი მაცხოვრებელი ლევან დოთიაშვილი.
დაცხრილულია მანქანა, რომლითაც კირბალელები ლომისას სალოცავში ასვლას ცდილობდნენ. სალოცავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირდებოდა, თუმცა რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი თვითნებურად მცოცავი ოკუპაციით გადმოწიეს და აგვისტოს ბოლოს ლომისას სალოცავის კარი საერთოდ აჭედეს.