"სუს-მა წარმოადგინა დამონტაჟებული ვიდეო შეთქმულების თეორიის გასამყარებლად..."| გაეროს მომხსენებელი "გადატრიალებაზე"

გამოქვეყნდა:

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებების საკითხებში ბოლო 10 დღეა საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან და უცხოელ დამკვირვებლებთან.  

გაეროს წარმომადგენელი 10 დღიანი ვიზიტის შემდეგ პირდაპირ ამბობს, რომ სუს-ი  დღეს არის პოლიტიზირებული უწყება, რომ შეთქმულების თეორიების განვითარება ე.წ. გადატრიალების შესახებ არის  სრული ტყუილი და მანიპულაცია, რომ უნდა შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების დევნა და 5 ივლისის ძალადობის წამხალისებლად "ქართულ ოცნებას" ასახელებს. 

"ჩემს ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო შეკრება, რომელსაც განიხილებოდა მშვიდობიანი მეთოდებით საკუთარი უფლებების დაცვის საკითხები. სუს-მა ეს ვიდეო წარმოადგინა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და კერძოდ ორგანიზაცია კანვასი მონაწილეობდა შეთქმულებაში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლაა. ამის გამო დაკითხვაზე დაიბარეს სამოქალაქო საზოგადოების წევრები. მე თავად ვნახე სუსის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და მასში ვერ დავინახე ვერაფერი, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მომზადება. სემინარი იყო ღია ყველასთვის, ის მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში, სუსმა კი ვიდეო წარმოადგინა დამონტაჟებული სახით, რათა ის შეთქმულების თეორიის გასამყარებლად გამოეყენებინა...

რაც შეეხება აგენტების კანონპროექტს ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ ვნახეთ ძალის გადამეტება. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაიზარდა დაუცველობის ხარისხი. დაუსჯელობის სინდრომია იმ დანაშაულებზე, რომელიც ლგბტ თემის მიმართ ჩაიდინეს. ჩვენ ვნახეთ მათზე ძალადობა, ასევე თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათ იყო შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. თავდასხმა იყო დაგეგმილი და წაქეზებული სასულიერო პირების მიერ. პრემიერი თუ შესაბამის განცხადებას გააკეთებდა შესაძლოა ეს არ მომხდარიყო. დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა ვერ მოხდა. არ არსებობს პოლიტიკური ნება რომ დაისაჯონ ადამიანები, პირიქით ახლაც მუქარები გვესმის. საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება. ერთი მხრივ საუბარია სტატუსზე და მეორე მხრივ პროპორციულ არჩევნებზე - ამ პროცესში ხელისუფლების დამოკიდებულება არასამთავრობოებზე, აჩვენებს რა გზას ადგას ქვეყანა. ფაქტია, რომ ირღვევა თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებები. ხელისუფლებას ეშინია ჟურნალისტების, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი აშუქებენ საკითხებს რომლის გამოც  ისინი გასაკრიტიკებლები არიან. შეწყდეს დისკრედიტაცია და ლაფის შესხმის კამპანია" თქვა მერი ლოლერმა. 

გაეროს წარმომადგენლის თქმით, წულუკიანის კულტურის სამინისტრომ მას შეხვედრაზე უარი უთხრა.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი