ერთი დღე ევროკომისიის დასკვნამდე - ხვალ ბრიუსელი საქართველოს პროგრესის შესახებ საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს, რომელსაც მეტწილად დაეფუძნება ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს.
მნიშვნელოვან დასკვნამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა და დიპლომატებთან 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მიმართულ პარლამენტის საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.