პანკისში მამა-შვილზე ძალადობაში ბრალდებულ 2 პირს პატიმრობა, არასრულწლოვანს კი გირაო შეეფარდა

გამოქვეყნდა:

პანკისში მამა-შვილზე ძალადობაში ბრალდებულ 2 პირს პატიმრობა, არასრულწლოვანს კი გირაო შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ინციდენტის მონაწილე ორ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა, არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ კი 2000-ლარიანი გირაო გამოიყენა.

პროცესი დახურულ რეჟიმში,  3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ,  ინციდენტი პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, 8 აგვისტოს მოხდა.

ხალაწანში მცხოვრებმა სამმა პირმა, ყვარელწყალთან მდებარე კაფეში მყოფ მამაკაცსა და მის არასრულწლოვან შვილს, შორტების ჩაცმის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი