IDF-ს ცნობით, ისრაელის არმია ღაზაში, "ჰამასის" სამხედრო ფორპოსტს აკონტროლებს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჰამასის სამხედრო ფორპოსტზე ღაზას ქალაქის ცენტრში, სადაც განთავსებული იყო რაკეტები, იარაღი და დაზვერვის მასალები.
IDF-ს ცნობითვე, ისრაელის ავიაციამ  ჰამასის დაახლოებით 10 წევრის ადგილსამყოფელს დაარტყა.

მედიის ცნობით, ისრაელის არმიამ დაადგინა ჰამასის ის მებრძოლებიც, რომლებიც ალ-კუდსის საავადმყოფოს მახლობლად მდებარე შენობაში, ისრაელის სახმელეთო ძალებზე თავდასხმას გეგმავდნენ. მათი დისლოკაციის ადგილზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რამაც IDF-ს განცხადებით, 
განსაკუთრებით ძლიერი აფეთქებები გამოიწვია. სამხედროების ცნობით, ამ ფაქტზე აღნიშნულ ტერიტორიაზე იარაღის საწყობის არსებობა დაასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი