"გუშინ კირბალმა რუსეთთან ომი წააგო, საუკეთესო ადამიანი მოგვიკლეს" - ადგილობრივი

გამოქვეყნდა:

გუშინ კირბალი რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში დამარცხდა - ასე აფასებენ საოკუპაციო ხაზთან  მცხოვრებლები მათი თანასოფლელისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანის, თენგიზ გინტურის, მკვლელობას.

"კირბალმა წააგო გუშინ რუსეთთან ომი. წავაგეთ. მხოლოდ კირბალმა. იმიტომ, რომ საუკეთესო ადამიანი მოგვიკლეს. ეს ომი იყო კირბალის. არავის ომი არ იყო," - ამბობს კირბალის მკვიდრი.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი კი აღნიშნავს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის, გადმოცემაა. თუმცა, კონკრეტული ვადები უცნობია.

"მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის 109 მუხლი, რაც თავის თავში გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას და ასევე 143 მუხლი, რომელიც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას ჯგუფურად ძალადობით.

ამ ეტაპზე N1 თემა, N1 საქმე სახელმწიფოსი, რაშიც ჩარეულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურებიც, არის ის, რომ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ. პირველ რიგში, ეს არის, ხოლო ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცნენ ის ადამიანები, ვინც ამაში დამნაშავეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება...

კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოძიება მიმდინარეობს და ჩემი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, თითოეულ სიტყვას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს, ამიტომ, ვერც ვერაფერს ვერ დავამატებ, ვერც ვერაფერს მოვაკლებ ჩემ მიერ ნათქვამს. ყველანაირი ინფორმაცია გამაჩნია, მაგრამ ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით," - ამბობს შაყულაშვილი.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი