
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა და კირბალში მომხდარ ფაქტზე საუბრით დაიწყო. უწყების თქმით, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები არ იცვლება და ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროპა და ევროპული მომავალი.
პრეზიდენტის განცხადებით, ევროკომისიის ხვალინდელი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.
ზურაბიშვილის თქმით, არ შეიძლება საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება.
"ევროპას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, ვიკრიბებით ხვალ, რომ საზოგადოების ყველა წევრმა საკუთარი ნება გამოხატოს," - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: