მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე ნიკა მელიას მხარდამჭერი პოსტი აღარ იძებნება

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდიდან გაქრა ნიკა მელიას მხარდამჭერი პოსტი. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მომხდართან კავშირი არ აქვთ. 

კვირას მიხეილ სააკაშვილის სახელი სოციალურ ქსელში  ნიკა მელიას მხარდამჭერი პოსტი გამოჩნდა. მესამე პრეზიდენტი ამბობდა, რომ სასამართლო პროცესზე გაკეთებული მოწოდება პარტიიდან წასვლის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს არ უკავშირდებოდა და ნიკა მელიას საქმიანობაში ყოველთვის დარწმუნებული იყო. 

ფეისბუკიდან მხარდამჭერი პოსტის წაშლას გამოეხმაურა თავად ნიკა მელია - "ამას აკეთებს ხალხი, რომელსაც ერთი კვიპროსული ხელი მართავს, მათ მესიჯსა და მოთხოვნას აყალიბებს. ამით კი პირველ რიგში მიშას რეპუტაციას აზიანებს, მის სიტყვას ფასს უკარგავს" - წერს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი