"არ მაქვს ინფორმაცია" | პესკოვი კირბალში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

პუტინის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ არ აქვს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე:

„არა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ინფორმაცია“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.    

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი