ფეხქვეშ გათელილი უფლებები | გაეროს წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და მისი კრიტიკული ანგარიში

გამოქვეყნდა:

პოლიტიზებული სუსი, ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა და "ქართული ოცნების" მიერ წარმოებული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ - ეს მხოლოდ ნაწილია იმ უმძიმესი დასკვნიდან, რომელიც გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა გაასაჯაროვა

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის უფლებებზე მუშობს, საქართველოშია. მერი ლოლერი, თბილისში ოფიციალური ვიზიტით, საგანგებოდ ჩამოვიდა და უკვე გამართა შეხვედრები ხელისუფლების არერთ მაღალჩნოსთან.

დახურული აუდიციენციები სხვადსხვა უწყების წარმომადგენლებთან, მათ შორის პროკურატურასთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტორსთან და სახალხო დამცველთანაც შედგა. საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურად იკვლევს, რა მდგომარეობაა საქართველოში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, ირღვევა თუ არა მოქალაქეების უფლებები. საგანგებო პრესკონფერენციაზე გაეროს მომხსენებელმა ქართულ ოცნებას უმძიმესი გზავნილები დაუტოვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი