24 საათზე ნაკლები ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე | პრეზიდენტი აქციისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

კანდიდატის სტატუსის ბედი სულ რამდენიმე საათში გაირკვევა. ხვალ შუადღისთვის ბრიუსელი ოფიციალურად განაცხადებს, აძლევს თუ არა საქართველოს რეკომენდაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინაშე. დოკუმენტი მზადაა, თუმცა გასაიდუმლოებულია და მთავარი, რაზეც მისი შინაარსია დამოკიდებული, რეკომენდაციების შესრულების დონეა - ანუ საქართველოს პროგრესი რეფორმების გზაზე. თბილისში ყველას საკუთარი მოლოდინი აქვს - "ქართული ოცნება" ისევ პროპაგანდისტულ მანქანას ამუშავებს, ოპოზიცია ქართველი ხალხის დამსახურებაზე ლაპარაკობს, პრეზიდენტი კი აქციას აანონსებს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი