
"ლელოს" ლიდერები აშშ-ში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია ვაშინგტონში კონგრესმენსა და საგარეო კომიტეტის წევრ დინა ტიტუსსა და კონგრესის დემოკრატიის პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუიტენს, შეხვდნენ.
შეხვედრაზე მათ განიხილეს ქართული დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები და გამოწვევები.
"ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა, ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე; ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ეს პოლიტიკური მოწყობა, რომელიც დღეს საქართველოს მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ; ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ საქართველო მართლა გახდეს რეგიონის ლიდერი და რაც ყველაზე მთავარია, ვისაუბრეთ "ლელოს" გარშემო როგორ უნდა შევქმნათ ალტერნატიული ცენტრი, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის და ქვეყანას გამოიყვანს ამ სტაგნაციიდან. გაჩერებული ქვეყნის იმიჯიდან გამოიყვანს", - ამბობს მამუკა ხაზრაძე.