
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ გასულ ღამეს ღაზის სექტორზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას მოკლეს "ჰამასის" იარაღის წარმოების აპარატის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, მუჰსინ აბუ ზინა.
IDF-ში განმარტავენ, რომ მუჰსინ აბუ ზინა "ჰამასის" იარაღის წარმოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო - ის სპეციალიზებული იყო სტრატეგიული იარაღისა და რაკეტების წარმოებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე აღნიშნავენ, რომ იერიში მიიტანეს "ჰამასის" ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო რაზმზეც, რის შედეგადაც მისი რამდენიმე წევრი დაიღუპა.