
ევროკომისიის გადაწყვეტილებას პარტია "ლელო" ბრიფინგით ეხმაურება. ამ წუთებში განცხადებას აკეთებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე:
"ჩვენი ხალხის გვერდზე დგას და იდგება მანამ, სანამ არ დასრულდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამავდროულად, მინდა მივუსამძიმრო "ქართულ ოცნებას" ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად და "ქართული ოცნების" ყველა მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებლად ეს რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი განცხადებით, ახლა გასავლელია უმნიშვნელოვანესი ეტაპი და შემდეგ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყანა დადგეს კვლავ უკრაინისა და მოლდოვის გვერდით, დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, რაც შეიძლება მოხდეს "ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ.