ისტორიული დღეა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 საათი ვმუშაობდით რეკომენდაციების შესრულებაზე | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ეს ნამდვილად ისტორიული დღე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის, მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაინს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ მოგახსენებთ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშო გავწიეთ, მე მინდა ჩვენ ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს, ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი