"EU სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ეს მისწრაფება ხელისუფლებამ მეტად უნდა გაითვალისწინოს" | სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

გამოქვეყნდა:

"EU სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ეს მისწრაფება ხელისუფლებამ მეტად უნდა გაითვალისწინოს", - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წევრები საუბრობენ, რომლებმაც საგანგებო ბრიფინგი ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე გამართეს და ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ. 

საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. სიმბოლურია, რომ დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აკაკისა და ილიას ძეგლთან, რომ ვისაუბროთ მომავლის იმ გზაზე, რომელიც ილიამ დაგვისახა. ჩვენს ევროპელ მეგობრებს ყოველთვის ესმოდათ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი სურვილი და მისწრაფება, ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ევროკომისიამ მხედველობაში მიიღო ჩვენი ურყევი, საერთო ბრძოლა ევროპული მომავლისათვის და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებას. ეს მისწრაფება ხელისუფლებამ მეტად უნდა გაითვალისწინოს. ხელისუფლებამ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ფოკუსირდეს 12 რეკომენდაციაზე. საერთო ეროვნული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის წევი, ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა განსხვავებაზე მაღლა დგას, - თქვეს ბრიფინგზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი