
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს ოკუპანტების მიერ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის შესახებ. მან თავდაპირველად თქვა, რომ არ სურდა წინა ხელისუფლებაზე საუბარი, თუმცა მაინც "ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა.
მისივე მტკიცებით, "ოცნება" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, არც დავკარგავდით კოდორის ხეობას და 100-ზე მეტ სოფელს და არ გვექნებოდა 20% ოკუპირებული. მან ოპოზიციას მოუწოდა, "მათ არ აქვთ არავითარი უფლება, რომ საერთოდ ხმა ამოიღონ და რაიმე კრიტიკული თქვან ხელისუფლების მიმართ, ხმის ამოღების უფლება არ აქვთ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ მათ ყველაზე მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს".
"მიუღებელი და ამორალური არის ის ქმედება და ის საქციელი რომელიც ჩვენ ვნახეთ, ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან. მე მახსენდება ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტი, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ, მაგრამ არ მახსენდება ასეთივე აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ატეხეს. სამწუხაროდ, საუბედუროდ ბატონი გარდაცვლილი თამაზ გინტური არ ყოფილა პირველი და მანამდეც, წინა ხელისუფლების დროს 2009-10-11 წლებში 12 წელში სამწუხაროდ ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად და მედიას ახსოვს კარგად ძალიან მძიმე ფაქტები ჩვენი თანამოქალაქეების გატაცების, უკანონოდ დაკავების, წამებისა და მოკვლის და რატომღაც აღარ ახსენდებათ ამ ადამიანებს, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი და ეს არის მათი მმართველობის შედეგი ეს მძიმე მემკვიდრეობა რაც მათ დაგვიტოვეს, ოკუპაცია, ბორდერიზაცია", - თქვა ღარიბაშვილმა.