"ეს ძლიერი და ისტორიული ნაბიჯია, რომელიც გზას კვალავს უფრო ძლიერი ევროკავშირისკენ" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მივესალმები დღევანდელ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, რათა დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ძლიერი და ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გზას კვალავს უფრო ძლიერი ევროკავშირისკენ უკრაინასთან და მის წევრებთან ერთად. 

მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და პირადად ურუსლა ფონ დერ ლეიენს უკრაინისა და ჩვენი ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. უკრაინა აგრძელებს რეფორმების გზას და ელოდება დეკემბერში ევროკომისიის გადაწყვეტილებას",

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე და ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი