
საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა.
"მთავრობის მეთაური მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს," - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.