საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის აღსანიშნავად ორბელიანის მოედანზე აქცია იწყება.
მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან იკრიბებიან. მათ სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. შეკრება გუშინ, 7 ნოემბერს, სწორედ ზურაბიშვილმა დააანონსა.
ცნობილია, რომ ღონისძიებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ელჩია მიწვეული.