უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე | ევროკომისიის მიმართვა ევროპულ საბჭოს

გამოქვეყნდა:

საქართველოსთან ერთად, ევროკომისიამ დღეს დადებითი რეკომენდაციები გაუწია ომში მყოფ უკრაინასა და მოლდოვას. უკრაინა და მოლდოვა ამიერიდან ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადადიან. გაცემულია რეკომენდაცია, რომ ორივე სახელმწიფოსთან დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, მათ უკვე აქვთ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი. 

ფაქტია, რომ ტრიოს ქვეყნებს შორის უკრაინაც და მოლდოვაც ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ საქართველოს. დღეს ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა პროაქტიულ ნაბიჯებს დგამს და ძლისმევას არ იშურებს შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი