ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს | "ოცნება" საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

როგორც მოსალოდნელი იყო, სახელისუფლებო გუნდმა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია სრულად "ქართული ოცნების" დამსახურებად გამოაცხადა. ბრიუსელის გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან რამდენიმე წუთში პირველი განცხადება მთავრობის მეთაურმა გააკეთა და ვრცლად ისაუბრა რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, თუმცა, რეალურად, ევროკავშირის მოთხოვნები შესრულებული ჯერაც არ არის. ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებებითაც გააღრმავა პოლარიზაცია, როდესაც თქვა, რომ გარე და შიდა დესტრუქციული ძალები ყველა ბერკეტს იყენებდნენ იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო დადებითი რეკომენდაცია. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი