ქართული პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა, თუმცა ოპოზიცია ბრიუსელის გადაწყვეტილებას ერთმნიშვნელოვნად ქართველი ხალხის დამსახურებად აცხადებს. პარალელურად, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები "ქართული ოცნებისგან" მოითხოვენ, ზედმიწევნით შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც ევროკომისიამ დააკისრა. თუმცა ოპოზიცია მაინც სკეპტიკურად უყურებს იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური კლანის პირობებში საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.