"გამოიყენეთ თქვენი ბერკეტი, რომ დეკემბერში მაინც, ლაზარემ ჩვენთან ერთად იზეიმოს კანდიდატის სტატუსი" | ნანა მალაშხიას მიმართვა სალომე ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

"გამოიყენეთ თქვენი ბერკეტი, რომ დეკემბერში მაინც, ლაზარემ ჩვენთან ერთად იზეიმოს კანდიდატის სტატუსი", - ასე მიმართავს 7 მარტის აქციის მონაწილე ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ამის შესახებ მან TV ფორმულასთან ისაუბრა.

"ვულოცავ ყველას, ვულოცავ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ლაზარეს, რომლის გარეშეც ეს გამარჯვება მე პირადად არ წარმომიდგენია. ასევე, მინდა მივმართო ქალბატონ პრეზიდენტს, პირველ რიგში მივულოცო მასაც ეს წინგადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ, ის ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით ევროპისთვის ბრძოლაში.

ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა მოგმართოთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი ბერკეტი და დეკემბერში მაინც ლაზარემ ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად იზეიმოს კანდიდატის სტატუსი", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი