"მოვუწოდებთ EU-ს კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, ეს მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის გამოიყენონ" | სახდეპი

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებთ EU-ს კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, ეს მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის გამოიყენონ", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი საუბრობს.

"ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც დღეს აღიარებულ იქნა, მხარს მტკიცედ ვუჭერთ. ეს, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მომენტია. მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, ეს მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის გამოიყენონ", - ამბობს პატელი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი