საოკუპაციო რეჟიმი ფაქტობრივად ადასტურებს იმ ოკუპანტების ვინაობას, რომლებსაც ოჯახი თამაზ გინტურის მკვლელობაში ამხელს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ექს-პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს და მკვლელების იდენტიფიცირებას აპროტესტებს. ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელი "პროვოკატორებს" ხელშია და საიდუმლო ინფორმაციის გამცემების დასჯა უნდა მოხდეს.
ის ოკუპანტებს ჩადენილ მკვლელობას უწონებს და წერს, რომ მესაზღვრეებმა მოვალეობა პირნათლად შეასრულეს.
"სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელ პროვოკატორებს ხელში ჩაუვარდათ. დაე იყოს მათ სინდისზე, ვინც დღეს თანამშრომლობს მტრული სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან და ღალატობს თავის ხალხს. სამწუხაროდ, მსგავსი სიგნალები გახშირდა, რაც მიუთითებს ზოგიერთი მოქალაქის ადგილზე თანამშრომლობაზე ჩვენი სამხრეთელი მეზობლის სადაზვერვო სამსახურებთან. ჩვენთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ვაიდენტიფიციროთ ის თანამშრომლები და ნაძირლები, რომლებმაც ჩაიდინეს ტერორისტული თავდასხმები და თანამშრომლობდნენ ქართულ სპეცსამსახურებთან", - წერს კოკოითი.
ცნობისთვის, თამაზ გინტურია ოჯახმა მკვლელების ვინაობა გუშინ დაასახელა, მათი თქმით ეკლესიაში მისული 58 წლის კაცი ვასილ დემიდოვმა და კოლია ისჩენკომ მოკლეს.