ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსახურებაა | არახამია სტატუსზე რეკომენდაციაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია ქართველებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციას ულოცავს. ის წერს, რომ ეს შედეგი ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსასურებაა.

"ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსასურებაა.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად", - წერს არახამია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი