
"ლელოს" ლიდერები აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით შეხვედრებს განაგრძობენ. მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია კონგრესმენ კეროლ მილერს შეხვდნენ და მოახლოებულ არჩევნებზე, მზარდ რუსულ გავლენებზე, "ქართული ოცნების" რუსულ მეთოდებზე, კორუფციაზე და იმაზე ისაუბრეს, რომ აშშ კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა იყოს ჩართული საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერაში.
მთავარი კითხვა, რაც კონგრესმენისგან "ლელოს" წარმომადგენლებმა მოისმინეს, იყოს ის, თუ რამდენად არის მზად "ქართული ოცნება" ხელისუფლების მშვიდობიანად გადასაბარებლად.
"იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, ნამყოფია საქართველოში სულ რაღაც ორი წლის წინ და ძალიან მწუხარებით აღნიშნა ის უკუსვლა, რაც "ქართულმა ოცნებამ" თავისი მმართველობის დროს, ბოლო წლების განმავლობაში შექმნა, ანუ უკუსვლა რუსეთისკენ. ეს არის მთავარი კითხვა, სხვათა შორის, რაც სხვადასხვა ოფისებში მოვისმინეთ, არის თუ არა მზად "ქართული ოცნება" მშვიდობიანად ხელისუფლების გადასაბარებლად", - თქვა ხაზარაძემ.
"ლელოს" ლიდერებმა შეხვედრა გამართეს პრეზიდენტის აღმასრულებელ ოფისში, სავაჭრო პალატის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის დირექტორთანაც და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის დაჩქარებაზე ისაუბრეს.