
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 39 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 34 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი ჟურნალისტია.
ამას გარდა, დაშავდა 8 და უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 13 ჟურნალისტი.
CPJ იძიებს მედიის წარმომადგენელთა მოკვლის, დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.
"ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მხარეების სამიზნე არ უნდა გახდნენ," - განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.