"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისფლებამ გამოიტანოს სწორი დასკვნები ამ რეკომენდაციიდან და გაააცნობიეროს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებების აღიარება. ასევე, აღიარება იმ სამუშაოსი, რომელიც გასწიეს სხვადასხვა ინსტიტუტებმა, მათ შორის პრეზიდენტმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. თუმცა, ეს არ არის იმის მანიშნებელი, რომ მოქმედი ხელისუფლების ყველა ქმედება აღიარებულია. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი პოლიტიკოსის აშკარად ანტიევროპულ რიტორიკას. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, რომ გაატაროს ყველა საჭირო რეფორმა და ერთგული დარჩეს აღებული ვალდებულებებისა. განსაკუთრებით, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძიერების კუთხით. კერძოდ, მედიის თავისუფლების, დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულების მიმართულებით. ასევე, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და შეუსაბამოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკას. კანდიდატის სტატუსი მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მომდევნო ნაბიჯები იქნება დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების ქცევაზე."
განაცხადა ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა.