ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერი X-ზე [ყოფილი Twitter] ავრცელებს.

"მოხარული ვარ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით. მადლიერები ვართ პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროკავშირის გზაზე!  გვჯერა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, დაგვეხმარება წარმატებულ წინსვლასა და გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში გუშინ გაემგზავრა. პარიზში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. ისინი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი