ამბროლაურში მომხდარი განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. ი.ქ.-ს და ვ.ს.-ს 109-ე მუხლით გაასამართლებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში, მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვით მოკლეს ლ.ა. სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს.
მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ." ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
ამბროლაურის სოფელ ჭელიაღელეში 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლული გუშინ, 22 აგვისტოს იპოვეს