მაკრონის სტუმრები: პრეზიდენტი და პრემიერი | ზურაბიშვილი მოულოდნელად იმ ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა, რომელსაც ღარიბაშვილიც დაესწრება

გამოქვეყნდა:

ქართული პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრი პარიზი ხდება. ირაკლი ღარიბაშვილისთვის მოულოდნელად სალომე ზურაბიშვილი იმავე ღონისძიებაზე ჩადის, სადაც პრემიერი იმყოფება. საფრანგეთის დედაქალაქში, მშვიდობის ფორუმზე, საქართველოს პრეზიდენტიც და მთავრობის მეთაურიც მონაწილეობენ და პროგრამაში განსხვავებების მიუხედავად დიდი ალბათობით ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი აუცილებლად გადაიკვეთებიან.

საფრანგეთში გამგზავრების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მოულოდნელად მიიღო და ჩაგდებული იმპიჩმენტის შემდეგ ამ ნაბიჯით ფაქტობრივად დასცინა მმართველი პარტიის ლიდერებს. თუმცა "ქართულ ოცნებაში" უკვე თქვეს, რომ პასუხი პრეზიდენტის ამ თავნებობაზე აუცილებლად იქნება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი