"ქართული ოცნების" მთავრობა უცნაურად დუმს - ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს არც კი უცდია საქართველოს მსგავსი და უფრო მნიშვნელოვანი წარმატებაც კი ჩვენი მოკავშირეებისთვის მიელოცა. ამ დრომდე მთავრობის სახელით არც კიევს და არც კიშინიოვს არ მიუღიათ და არ მოუსმენიათ მისალოცი განცხადება. თბილისში ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს კრემლის არგაღიზიანების პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულებაა.