შიდა ქართლში "ოცნება" საჯარო სამსახურიდან ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს

გამოქვეყნდა:

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, შიდა ქართლში სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე. პედაგოგი, რომელიც ძევერის საჯარო სკოლაში 20 წელზე მეტ ხანს ასწავლიდა, სახლში გაუშვეს. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ძევერის საჯარო სკოლის პედაგოგს წერილით აცნობეს. 26 წლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი
დირექტორის გადაწყვეტილებით სახლში გაუშვეს. თამარ რუხაძე მისი სამსახურიდან გათავისუფლებას
პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და ამბობს, რომ ის სკოლის ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლა. 

ძევერის საჯარო სკოლის დირექტორი მის კავშირებს "ოცნებასთან" კატეგორიულად უარყოფს.

თამარ ბუხრაძე არ არის ერთადერთი, ვინც სოფელ ძევერაში პოლიტიკური ნიშნით შევიწროვებაზე საუბრობს. მაია სიჭინავას ოჯახი ადგილობრივი მთავრობის ზეწოლის ობიექტი, მას შემდეგ გახდა, რაც "ოცნების"
საკრებულოს დეპუტატი გააკრიტიკა, რომელმაც მინსკის ქუჩებში გამოსულ მოქალაქეებს ერის მოღალატეები უწოდა და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენოკოს სოლიდარობა საჯაროდ გამოუცხადა. 

განსხვავებული აზრის გამო მოსახლეობის პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება, რომ "ოცნების" ხელწერაა ამაზე საუბრობს ადგილობრივი ოპოზიციაც. 

შიდა ქართლში, განსხვავებული აზრის გამო, ადამიანების დევნის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე კვირის წინ "თბილსერვისიდან" გაათავისუფლეს მეეზოვე, რომელმაც კასპის რაიონში გამართულ აქციაზე საკუთარი სოფლის პრობლემების მოგვარება ითხოვა და ხელისუფლება გააკრიტიკა.

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი