როგორ აპირებს "ოცნება" ევროკომისიის დათქმების შესრულებას | მმართველი პარტია უკმაყოფილებას ვერ მალავს

გამოქვეყნდა:

კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქის ანთებიდან ერთი დღეა გასული და "ქართული ოცნება" უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მიზნის მიღწევას. მმართველი პარტია ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ბრიუსელის მოთხოვნები იმდენად მძიმეა, რომ მათ შესრულებას წლები დასჭირდება.

თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც ჩამორჩებოდნენ საქართველოს, კონკრეტული ძალისხმევის შედეგად გადაასწრეს კიდეც ჩვენს ქვეყანას და ახლა უკვე წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ.

პარალელურად, "ქართული ოცნება" გაღიზიანებასაც არ მალავს - მმართველ პარტიაში უკმაყოფილო არიან მოთხოვნებით, შეწყდეს დეზინფორმაციული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ და გადაფასდეს კრემლის მხარდამჭერი პოლიტიკა.

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი