"ხელისუფლება არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ვალდებულებები შეესრულებინა... უკრაინა იყო ამის ლოკომოტივი" | სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ France 24-თან

გამოქვეყნდა:

"ხელისუფლება არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ვალდებულებები შეესრულებინა... უკრაინა იყო ამის ლოკომოტივი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი France 24-თან ინტერვიუში საუბრობს. 

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ აბსოლუტურად გვესმის იმ გადაწყვეტილებების, რაც ბრიუსელში მიიღება. იმიტომ რომ ხელისუფლება არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ევროპული ვალდებულებები შეესრულებინა. პირიქით, ეს მთლიანად უკრაინის დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს ძესაძლებლობა მოგვეცა. სწორედ უკრაინა იყო ამ ყველაფრის ლოკომოტივი. 

ჟურნალისტი: უსრულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს, რათა დეკემბერში კიდევ ერთხელ დაადასტუროს ყველა ქვეყანამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ევროკომისიის რეკომენდაცია. თქვენ რას იტყვით ამ მოწოდების შესახებ. როდესაც საქართველოს ხელისუფლება ღიად პრორუსია და ეს აჩვენა რუსულმა კანონმა, რომელიც ქართველებმა გააპროტესტეს.

სალომე ზურაბიშვილი: ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. როდესაც ბრიუსელიდან რეკომენდაცია გახმოვანდა, მე არამარტო იმისთვის მოვიწვიე საქართველოს მოსახლეობა, სასახლეში რომ გვეზეიმა, არამედ, გამეხსნა ახალი ინიციატივა ხელმოწერების თაობაზე, რომ დეკემბერში ბრიუსელში წარვადგინო ქართველი ხალხის ხელმოწერილი მანიფესტი.

ჟურნალისტი: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პრემიერი ღიად პრორუსია, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მიულოცა მან საზოგადოებას. ამას როგორ შეაფასებდით?

სალომე ზურაბიშვილი: მე ძალიან მიხარია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროკომისიაში. რამაც განაპირობა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სწორებას აიღებს ძირითად მიმართულებებზე, რაც ევროპიდან იქნება მოწოდებული. სხვათაშორის, ის დღეს აქ არის, პარიზში. პრეზიდენტ მაკრონს ხვდება და ალბათ საინტერესო იქნება რას იტყვის ამ შეხვედრის შემდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ჩვენს გვერდით დგას. მითუმეტეს 2024 წელი საარჩევნო წელია და ევროპის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა გადავაბაროთ კოალიციურ, დემოკრატიულ მთავრობას და უკეთესად გავატაროთ რეფორმები და დავეწიოთ 1 წლით უკან ჩამორჩენას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი