
გერმანიაში, სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ოფენბურგის სკოლაში მოხდა. ეჭვმიტანილი ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა, რომელიც სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
სროლის დროს სკოლაში 180 მოსწავლე იმყოფებოდა, რომლებიც შენობიდან პოლიციამ გამოიყვანა.
გამომძიებლები ამბობენ, რომ თავდამსხმელი კლასში შესვენების დროს შევიდა, თანაკლასელს მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სწორედ კლინიკაში გარდაიცვალა.